თოიძე ოთარ
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ოთარ თოიძე – დაიბადა 1948 წლის 2 თებერვალს თბილისში. — მედიცინის მეცნიერებათა დოქტორი; მრავალი სამეცნიერო ნაშრომის, მათ შორის მონოგრაფიების ავტორი. საქართველოს საუკეთესო ექიმი (01.01.2003); მსოფლიოს საუკეთესო ექიმი (01.01.2005)
განათლება – თბილისის სახელმწიფო სამედიცინო ინსტიტუტის სამკურნალო ფაკულტეტი (1972); ასპირანტურა (1972-1975).
სამუშაო გამოცდილება
- ნევროლოგიის ინსტიტუტი. სხვადასხვა სამეცნიერო თანამდებობები (1975-2004)
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008): პარტიული სიით, „ნაციონალური მოძრაობა - დემოკრატები“, გარემოს დაცვის და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის წევრი;
- მე-7 მოწვევის საქართველოს პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, ჯანმრთელობის დაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე.