თვლის ორობითი სისტემა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თვლის ორობითი სისტემა – თვლის სისტემა, რომელიც აგებულია პოზიციურ პრინციპზე 2-ის ფუძით. ამ სისტემაში იყენებენ მხოლოდ ორ ციფრს 0 და 1. აქაც, ისევე როგორც ყოველ პოზიციურ სისტემაში, ციფრის მნიშვნელობა დამატებით დამოკიდებულია მის მიერ დაკავებულ ადგილზე. რიცხვი 2 ითვლება მეორე თანრიგის ერთეულად და ასე ჩაიწერება: 10 (იკითხება: „ერთი ნული“). შემდეგი თანრიგის ყოველი ერთეული ორჯერ მეტია წინაზე, ე.ი. ეს ერთეულები ადგენენ რიცხვთა მიმდევრობას: 2, 4, 8, 16, . . . 2n,... მაგალითად, რიცხვი 900 ორობით სისტემაში ასე ჩაიწერება: 1110000100.

თვლის ორობითი სისტემისათვის შეკრებისა და გამრავლების ტაბულა ასეთია:

0 + 0 = 0; 0 + 1 = 1; 1 + 0 = 1; 1 + 1 = 10;
0 × 0 = 0; 0 × 1 = 0; 1 × 0 = 0; 1 × 1 = 1.

თვლის ორობითი სისტემა ცნობილი იყო უძველესი დროიდან. ჯერ კიდევ XIII ს-ის დასაწყისში ამ სისტემით სარგებლობდა ლეონარდო პიზანელი. 1494 წ-ს იგი ლუკა პაჩოლიმ გამოიყენა.

თვლის ორობითი სისტემა სისტემატიზებული სახით ჩამოაყალიბა ჯ. ნეპერიმ (1617). ვინაიდან ეს სისტემა იყენებს მხოლოდ ორ ციფრს, იგი ხშირ შემთხვევაში სასარგებლოა თეორიული საკითხების განხილვისას და ეგმ -ზე გამოთვლებისას.

ჯერ კიდევ XVII ს-ში გერმანელმა მათემატიკოსმა გ. ლაიბნიცმა წამოაყენა წინადადება გადასულიყვნენ თვლის ორობით სისტემაზე, მაგრამ ამას ხელი შეუშალა არა მარტო ტრადიციამ, არამედ იმანაც, რომ თვლის ორობით სისტემაში რიცხვის ჩაწერა საკმაოდ გრძელია. XX საუკუნეში, როდესაც შეიქმნა ელექტრული გამომთვლელი მანქანები (მგმ), აღმოჩნდა, რომ არითმეტიკული ოპერაციების შესრულება ამ მანქანებზე ყველაზე მოსახერხებელია სწორედ თვლის ორობითი სისტემით. (იხ. დამატება, გვ. 490 – 492).


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები