თეოფილე ხუცესმონაზონი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თეოფილე ხუცესმონაზონი — (XI ს. მეორე ნახევარი) ჰაგიოგრაფი, მთარგმნელი განათლება კონსტანტინოპოლში მიიღო, იყო გიორგი ათონელის მოწაფე. მას მოიხსენიებს ანტონ პირველის „წყობილსიტყვაობა“ და იოანე ბატონიშვილის „კალმასობა“. დიდი ღვაწლი გასწია როგორც მეტაფრასტმა. ვარაუდობენ, რომ „ილარიონ ქართველის ცხოვრება“ მისი გადამეტაფრასებულია. ბერძნულიდან უთარგმნია მრავალი ჰომილეტიკური, დოგმატიკური, პოლემიკური, ასკეტიკური და ეგზეგეტიკური თხზულება, რომელთაგან აღსანიშნავია: სვიმონ მეტაფრასტის მთელი სექტემბრის თვის ცხოვრება-ენკომიები (თან ერთვის ცნობები სვიმონ მეტაფრასტსა და მეტაფრასტიკაზე); თეოდორე კვირელის „აღსარება სარწმუნოებისა“, რომლის ბერძნული დედანი უცნობია; ეპიფანე კვიპრელის აკაკიოსის წინააღმდეგ მიმართული საკითხავი; აგრეთვე კირილე ალექსანდრიელისა და ანასტასი სინელის თხზულებები. ავტოგრაფულადაა შემონახული იოანე ოქროპირის „თარგმანებაჲ დაბადებისაჲ“.


წყარო

ქართული მწერლობა: ლექსიკონი-ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები