თეთრი ნარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეთრი ნარი

თეთრი ნარი - რთულყვავილოვანთა ოჯახის მრავალწლოვანი ფესვნაყარი მცენარეა. მისი ფესვთა სისტემა 2 მეტრამდე ეშვება მიწის სიღრმეში. თესლის აღმოცენების მინიმალური ტემპერატურაა +4-60, ოპტიმალური +20-22OC. თესლიდან აღმონაცენი და ყლორტები მიწისქვეშა კვირტებიდან აპრილში ჩნდება. ყვავილობს ივნისის ბოლოდან აგვისტომდე. ერთი მცენარე საშუალოდ 4000 თესლურას იძლევა, აღმოცენება 4-5 სმ სიღრმიდან. იზრდება გზისპირებზე, ასარევლიანებს სასოფლო-სამეურნეო კულტურებს. გავრცელება — მთიულეთი, ქართლი, იმერეთი, კახეთი, თრიალეთი.






წყარო

ხორბლის მავნებლები დაავადებები, სარეველები და მათ წინააღმდეგ ბრძოლა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები