თევდორაძე ოთარ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ოთარ თევდორაძე

თევდორაძე ოთარ ლავრენტის ძე - (I. V. 1923, თბილისი, – 23. VIII. 1983, იქვე), ქართველი კომპოზიტორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1982). 1949 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (პროფ. ა. ბალანჩივაძის საკომპოზიციო კლასი). 1957-61 იყო თბილისის I სამუსიკო სასწავლებლის დირექტორი.

მთავარი ნაწარმოებები: ოპერები „ლეგენდა თბილისზე“ (1958, დაიდგა) და „სინათლე და ჩრდილი“ (1970); სამი სიმფონია, სიმფონიური პოემა „რუსთავი“, „ქართული სიუიტა“, „საზეიმო უვერტიურა“ სიმფონიური ორკესტრისათვის, საფორტეპიანო კონცერტი, ოპერეტა „შვეიკი მიდის ომში,“ პოპულარობა მოიპოვეს მისმა სიმღერებმა.






იხილე აგრეთვე

ოთარ თევდორაძე

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები