თბილისის სიმფონიური ორკესტრი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თბილისის სიმფონიური ორკესტრი

თბილისის სიმფონიური ორკესტრი - შეიქმნა 1993 წელს ე. მიქელაძის სახელობის საქართველოს სახელმწიფო სიმფონიური ორკესტრიდან გამოყოფილი მუსიკოსების ბაზაზე. მისი ორგანიზატორი და სამხატვრო ხელმძღვანელი იყო დირიჟორი ჯ. კახიძე (2002-იდან – ვ. კახიძე). თბილისის სიმფონიური ორკესტრი ირიცხება „თბილისის მუსიკისა და კულტურის ცენტრის“ შემადგენლობაში. ორკესტრი ყოველ წელს (სექტემბერში) მართავს საერთაშორისო მუსიკის ფესტივალს – „შემოდგომის თბილისს“, რომელშიც მონაწილეობენ გამოჩენილი ქართველი და საზღვარგარეთელი შემსრულებლები. ფესტივალებზე ეპიზოდურად მონაწილეობენ უცხოელი დირიჟორები, ძირითადად კი ვ. კახიძე (ჯ. კახიძის ვაჟი). ორკესტრის შესრულება გამოირჩევა მაღალი მხატვრული დონით, რეპერტუარის მრავალფეროვნებით. მას შემოქმედებითი კავშირი აქვს საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელასთან, სხვადასხვა ფოლკლორულ ანსამბლთან და კოლექტივთან. ორკესტრი გასტროლებს მართავს საზღვარგარეთ (საფრანგეთი და შვეიცარია 1994, 1996, თურქეთი – 1995, პეტერბურგი, იტალია – 2004 და სხვ.).

თბილისის სიმფონიური ორკესტრის შესრულება ჩაწერილია კომპაქტდისკებზე.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები