თაქთაქიშვილი ჩიორა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ჩიორა თაქთაქიშვილი – დაიბადა 1981 წლის 28 თებერვალს ქუთაისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდიული ფაკულტეტი (2003).
სამუშაო გამოცდილება
- ეწეოდა სამეცნიერო-პედაგოგიურ საქმიანობას.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012) პარტიული სიით - „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“; იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე, განათლების, მეცნიერების და კულტურის კომიტეტის წევრი.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, ადამიანის უფლებათა დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე.