თარგამაძე გივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გივი (გიორგი) თარგამაძე – დაიბადა 1968 წლის 23 ივლისს თბილისში.
განათლება – ივანე ჯავახიშვილის სახ. თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ჟურნალისტიკის ფაკულტეტი (1998).
სამუშაო გამოცდილება
- მეოთხე მთავარი სამმართველოს საავადმყოფო- N 1 პოლიკლინიკა, სანიტარი (1985-1987).
- უროლოგია-ნეფროლოგიის ინსტიტუტის საოპერაციო ბლოკის სანიტარი (1990-1992)
- გაზეთი "The Georgian Times” საზოგადოების განყოფილების რედაქტორი (1992-1993)
- შპს ქართულენოვანი ჯორჯიან თაიმზი, ჟურნალისტი (1993-1995)
- გაზეთი "არგუმენტი” – მთავარი რედაქტორის მოადგილე (1994-1995).
- გაზეთი "დილის გაზეთი” – პოლიტიკის განყოფილება (1995-1996).
- არასამთავრობო ორგანიზაციის თავისუფლების ინსტიტუტი, საგამოძიებო ჟურნალისტიკის პროგრამების მთავარი კოორდინატორი (1997-2002).
- საქართველოს პრეზიდენტთან არსებული ანტიკორუფციული პოლიტიკის საკოორდინაციო საბჭოს წევრი (1997-2003).
პარლამენტის წევრი
- მე-6 მოწვევის პარლამენტის წევრი (2004-2008) - მაჟორიტარი, №3 საბურთალოს საარჩევნო ოლქი, ბლოკი „სააკაშვილი - ნაციონალური მოძრაობა“; თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე.
- მე-7 მოწვევის პარლამენტის წევრი (2008-2012): პარტიული სიით, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - გამარჯვებული საქართველოსათვის“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის თავმჯდომარე, ნდობის ჯგუფის თავმჯდომარე.
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016): პარტიული სიით, ერთიანი ნაციონალური მოძრაობა - „მეტი სარგებელი ხალხს“, თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის, იურიდიულ საკითხთა კომიტეტის წევრი.
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი ჟურნალისტები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2004-2008 წლების საქართველოს VI მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2008-2012 წლების საქართველოს VII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- ერთიანი ნაციონალური მოძრაობის წევრები
- თარგამაძეები