თანაბარი კრებადობა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

თანაბარი კრებადობა – f1 (x),f2 (x),...,fn (x),... ფუნქციათა მიმდევრობას მოცემულ (D) სიმრავლეზე ეწოდება თანაბრად კრებადი Φ(x) ფუნქციისაკენ, თუ ყოველი ε>0 რიცხვისათვის არსებობს ისეთი N(ε), რომ ამ სიმრავლის ნებისმიერი x წერტილისათვის, როცა n>N, სრულდება უტოლობა: | fn (x) - Φ(x) |< ε.

ფუნქციათა თანაბრად კრებად მიმდევრობებს აქვს მნიშვნელოვანი თვისებები. მაგალითად, უწყვეტ ფუნქციათა თანაბრად კრებადი მიმდევრობის ზღვრული ფუნქციაც უწყვეტია.


წყარო

მათემატიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები