თალაკვაძე მარიამ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

მარიამ თალაკვაძე – (დ. 16 იანვარი. 1902, სოფ. ასკანა, ოზურგეთის რ-ნი, – გ. 4 აპრილი 1982, თბილისი), ფილოლოგი, ქართული ენის სწავლების მეთოდიკის ერთ-ერთი ფუძემდებელი. ფილოლოგიურ მეცნიერებათა დოქტორი (1963), პროფესორი (1965).

მარიამ თალაკვაძემ დაწყებითი განათლება მშობლიურ სოფელში მიიღო. 1917 დაამთავრა ხონის წმ. მარიამის სახელობის ქალთა სასწავლებელი და მასწავლებლად დაიწყო მუშაობა ჯერ სოფ. ამაღლების (ვანის რ-ნი) ორკლასიან სასწავლებელში, შემდეგ – სოფ. მარადიდის დაწყებით სკოლაში. 1923 თალაკვაძე ჩაირიცხა ბათუმის პედაგოგიურ სასწავლებელში, 1926 – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში სიბრძნისმეტყველების ფაკულტეტზე, რომლის დამთავრების (1930) შემდეგ მუშაობა დაიწყო საჯარო ბიბლიოთეკაში. მუშაობდა რუსთაველის სახელობის ლიტერატურის ინსტიტუტში ჯერ სახელმძღვანელოების სექტორში, შემდეგ კონტროლიორ-კორექტორად. 1939-41 გაიარა ასპირანტურის კურსი პედაგოგიურ მეცნიერებათა ინსტიტუტში და მუშაობა დაიწყო საქართველოს სახელმწიფო განათლების მუზეუმში. 1943-45 მუშაობდა გორის პედაგოგიურ ინსტიტუტში, 1945-იდან გარდაცვალებამდე მოღვაწეობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში.

მარიამ თალაკვაძე აქტიურ პედაგოგიურ მუშაობასთან ერთად ეწეოდა ნაყოფიერ სამეცნიერო საქმიანობას. იგი ავტორია მრავალი მეთოდიკური წერილისა და 72 მონოგრაფიული გამოკვლევისა (აქედან 5 სახელმძღვანელო) ქართული ენის სწავლების მეთოდიკის დარგში.

ქართულ პედაგოგიკაში შეტანილი ღვაწლისათვის მარიამ თალაკვაძეს მიღებული აქვს ი. გოგებაშვილის სახელობის პრემია (1976) და ი. ჯავახიშვილის სახელობის მედალი (1978).

მ. რეხვიაშვილი


თხზულებები

  • ი. გოგებაშვილის დედაენის აგების პრინციპები, თბ., 1943;
  • ქართული ენის სწავლება V კლასში, თბ., 1952;
  • ი. გოგებაშვილის ანბანის სახელმძღვანელოთა აგების პრინციპები, თბ. 1952;
  • ზმნის სწავლება სკოლაში, თბ., 1955;
  • ქართული ენის გრამატიკის სწავლების მეთოდიკა, თბ., 1959;
  • ვარლამ თოფურია, თბ. 1968.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები