თალაკვაძე გივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გივი თალაკვაძე – დაიბადა 1949 წლის 14 ივლისს თბილისში. — ფიზიკოსი. ფიზიკა-მათემატიკის მეცნიერებათა დოქტორი.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის ფიზიკის ფაკულტეტი (1971).
სამუშაო გამოცდილება
- თსუ-ს ფიზიკის ფაკულტეტის დეკანის მოადგილე (1971-75);
- მუშაობდა პარტიულ ხელმძღვანელ თანამდებობებზე (1979-86);
- საქართველოს სსრ განათლების მინისტრის მოადგილე (1986-89);
- საქართველოს რესპუბლიკის უზენაესი საბჭოს წევრი (1990-91): საქართველოს კომუნისტური პარტიისაგან, მრეწველობის, ენერგეტიკის, მშენებლობის, ტრანსპორტისა და კავშირგაბმულობის კომისიის წევრი;
- საქართველოს რესპუბლიკის მრეწველობის მინისტრის მოადგილე (1991-95).
ხელი აქვს მოწერილი საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის აქტზე (1991 წლის 9 აპრილი).
სახელმწიფო ჯილდოები
ღირსების ორდენის კავალერი.