თაკვერი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
თაკვერი − ისტორიულ-გეოგრაფიული მხარე საქართველოში. „თაკვერი” დამოწმებულია VII ს. სომხურ გეოგრაფიაში. თაკვერს თავდაპირველად რაჭის ერთეული გამოჰყოფია და „თაკვერის“ სახელწოდება მხოლოდ ლეჩხუმს ჰქონდა შემორჩენილი. XI საუკუნეში თაკვერი სვანეთის ერისთავს ემორჩილებოდა, XII-XIII საუკუნეებში რაჭის ერისთავის საგამგეოში იყო. გვიანდელ ფეოდალურ ხანაში იგი ლეჩხუმის შემადგენლობაში შედიოდა.