თავისუფლების ქანდაკება

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თავისუფლების ქანდაკება

თავისუფლების ქანდაკება − (ინგლ. Liberty Enlightening the World; ფრანგ. La liberté éclairant le monde), სპილენძის მონუმენტი, რომელიც „ლიბერთი-აილენდზე” (თავისუფლების კუნძული) მდებარეობს ნიუ-იორკის უბეში, მდინარე ჰუძონის შესართავთან. ის საფრანგეთის რესპუბლიკამ აჩუქა აშშ-ს ამ ორ ერს შორის მეგობრობის გამოსახატავად და გაიხსნა 1886 წლის 28 ოქტომბერს აშშ-ის ასი წლისთავის აღსანიშნავად (ქანდაკების ავტორია ფრედერიკ ოგიუსტ ბარტოლდი). ამჟამად თავისუფლების ქანდაკება აშშ-ის ყველაზე ცნობილი სიმბოლოა და ჩაგვრისგან განთავისუფლებას აღნიშნავს. 1984 წლი-დან ქანდაკება შეტანილია UNESCO-ს მსოფლიო კულტურული მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში.







წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები