თაბაგარი თეა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
თეა თაბაგარი

თაბაგარი თეა – (1985), პოეტი. დაიბადა ჭიათურაში. 2002 წელს დაამთავრა თბილისის 142-ე საშუალო სკოლა, 2007 წელს კი – ილიაუნის ფილოლოგიის ფაკულტეტი. პირველი ლექსი 5 წლის ასაკში დაწერა. 13-14 წლიდან წერს ინტენსიურად. 2008 წელს გამოვიდა მისი ლექსების პირველი კრებული „დუმილი ისმინე”, 2012 წელს კი მეორე კრებული – „დაბრუნებამდე”; რამდენიმე ლექსი დაბეჭდილია ჟურნალებში „ლიტერატურული პალიტრა”, „ლიტერატურა და ხელოვნება”, „ხორნაბუჯი”. ბოლო წლების ლექსების ძირითადი ნაწილი ინტერნეტ-სივრცეშია განთავსებული.


ფერეიდნელი მგზავრის სიმღერა
ცა ჰგავს დიდებულ სპარსულ ხალიჩას,
ან მოზაიკას ძვირფასი ქვებით,
იქვე წითური მთვარის თვალი ჩანს,
დედამიწას რომ დაჰყურებს ქვევით.
ამქვეყნად ყველა საავდრო ღრუბელს,
ხომ უსათუოდ გაუდის ფერი,
თუკი უეცრად არ დავიღუპე,
მე უნდა მოვკვდე ქართულ სიმღერით.
გემშვიდობები, გამზრდელო მიწავ,
რამდენჯერ მოგრწყე ცრემლით, ვინ იცის,
არ იფიქრო, რომ უმადური ვარ,
ფერეიდანო, შენი თბილი ცის.
ოცნებებისკენ მიხმობენ გზები,
მივეახლები იმედს კარღიას,
სხვა არაფერი ამგვარი გზნებით,
არ მინატრია, არც მიდარდია.
დრო სისხლში გამჯდარს დასაბამიდან,
სამშობლოსადმი სწრაფვას ვერ მოშლის,
მე ცისარტყელას მხრებზე დავისვამ,
რომ ჩავიტანო საქართველოში.


წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები