ზღვარი ცალმხრივი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზღვარი ცალმხრივი – ფუნქციის ზღვარი რაიმე წერტილში მარჯვნიდან ან მარცხნიდან.
თუ f(x) ფუნქციის მნიშვნელობა მიისწრაფვის b1 რიცხვისაკენ, როცა x მიისწრაფვის a -კენ და რჩება მასზე ნაკლები მნიშვნელობისა, მაშინ b1 რიცხვს ეწოდება f(x) ფუნქციის მარცხენა ზღვარი x=a წერტილში და წერენ:
თუ f(x) ფუნქციის მნიშვნელობა მიისწრაფვის b2 რიცხვისაკენ, როცა x მიისწრაფვის a -კენ და რჩება მასზე მეტი მნიშვნელობისა, მაშინ b2 რიცხვს ეწოდება f(x) ფუნქციის მარჯვენა ზღვარი x=a წერტილში და წერენ:
სხვაობას |b2 − b1| ეწოდება ფუნქციის ნახტომი.