ზუროშვილი ნელი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზუროშვილი ნელი − (1951), პოეტი. დაიბადა თელავში. 1968 წელს დაამთავრა თელავის რუსული საშუალო სკოლა, 1971 წელს – თელავის სამუსიკო სასწავლებელი, 1978 წელს − ვანო სარაჯიშვილის სახელობის კონსერვატორია, 1994 წელს − საქართველოს ხელოვნების აკადემია ფორტეპიანოს სპეციალობით.
- მე და ქარი
- ამინდი თბილი, ირგვლივ სიმშვიდე,
- უქაროდ მომწყინდა... უეცრად ქარმა,
- რომ არ ველოდი, ფოთლები მოწყვიტა,
- ხე გააშიშვლა, წელში მოღუნა
- და შეარხია: ქარმა ფოთლების
- ოქროს სამოსი შემომახვია.
- გაგიჟებულმა ცისფერი კაბა
- შემომახია! და მერე ისევ
- ოქროს ფოთლების ოქროს სამოსი
- ძალზე სათუთად, თითქოს პატარას,
- შემომახვია.