ზურგის ტკივილი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზურგის ტკივილი - ერთ-ერთი ყველაზე უფრო გავრცელებული ჩივილია, რომლითაც პაციენტები პირველადი დახმარებისთვის ექიმებს მიმართავენ და რომელიც პიროვნების დაქვეითებული ფუნქციონირების მთავარ მიზეზს წარმოადგენს. განსაკუთრებულად ძლიერი ტკივილი, უმეტეს შემთხვევაში, დროებითია, თუმცა პაციენტების დაახლოებით ერთ მეხუთედს ექვს თვეზე მეტ ხანს უნარჩუნდება. ზურგის ტკივილის აღმოცენების საწყის ეტაპზე ფსიქოლოგიური და ქცევითი ხასიათის პრობლემების არსებობა ცუდი გამოსავალის მომასწავებელია (Linton, 2000).

მკურნალობა შეიცავს პაციენტისთვის ტკივილის გამომწვევი მიზეზებისა და მისი მდგომარეობის პროგნოზის შესახებ ზუსტი ინფორმაციის მიწოდებას, ანალგეტიკების შეზღუდული რაოდენობით გამოყენებას და პაციენტის აქტივობის ეტაპობრივად გაზრდას. ზოგიერთი მკვლევარის აზრით (Von Korff et al.,1994), პირველადი დახმარების გაწევისას პაციენტისთვის თვითდახმარების თაობაზე რჩევების რეგულარულად მიცემა ისეთივე დადებით შედეგს იძლევა, როგორც ანალგეზია ან წოლითი რეჟიმი. გარდა ამისა, ამგვარი მიდგომა იაფია და უფრო შეესაბამება პაციენტის მოთხოვნილებებს. კოკრეინის მეთოდოლოგიით ჩატარებული მიმოხილვის შედეგებმა აჩვენა, რომ ბიჰევიორული მკურნალობა უფრო ეფექტურია, ვიდრე ინტერვენციისგან თავის შეკავება, თუმცა ის მნიშვნელოვნად არ აუმჯობესებს იმ სამკურნალო პროგრამების ეფექტურობას, რომლებსაც, ჩვეულებრივ, წელის ქრონიკული ტკივილების დროს იყენებენ (van Tulder et al., 2002). კიდევ ერთი მეტაანალიზური კვლევით დადგინდა, რომ ზურგის ტკივილის შესამცირებლად ანტიდეპრესანტები უფრო ეფექტურია, ვიდრე პლაცებო, თუმცა ვერ აუმჯობესებს პაციენტის ფუნქციონირებას (Salerno et al., 2002).


წყარო

ოქსფორდის მოკლე სახელმძღვანელო ფსიქიატრიაში

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები