ზოგადგეოგრაფიული საფუძველი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზოგადგეოგრაფიული საფუძველი – (general geographical basis, topographical basis), გამოიყენება თემატური ან სპეციალური დანიშნულების რუკების შესადგენად. იქმნება მსხვილმასშტაბიანი ზოგადგეოგრაფიული რუკებიდან. ზოგადგეოგრაფიული საფუძვლის სწორად მომზადება მოითხოვს კარტოგრაფის მაღალ კვალიფიკაციას, რადგან საფუძვლის ელემენტების სწორად შერჩევაზეა დამოკიდებული შესადგენი რუკისა და ატლასის ხარისხი.