ზინჯი ბარდუაგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზინჯი ბარდუაგ-ი (ოს. Зынджы Бардуаг – „ცეცხლის სული“) – ცეცხლის პერსონიფიცირებული სული ოსურ მითოლოგიაში. მითის თანახმად, მისი თხოვნით ღმერთმა შექმნა პირველი ნართი საუასა და ზინჯი ბარდუაგთან საწრთობად გაგზავნა („აწრთე იგი შენი ცეცხლის ენებზე“); ცეცხლის სულმა პირველი ადამიანი აწრთო და გავარვარებული მდინარეში ჩააგდო, და ამოვიდა იქედან საუასა, როგორც ფოლადი.
ლიტერატურა
Нартовские сказания: Эпос осетинского народа. Книга 3. Владикавказ: 2005.