ზემოთმყოფი თოჯინა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზემოთმყოფი თოჯინა – თოჯინა, რომელიც სპექტაკლის დროს იმყოფება შირმის თავზე, თოჯინამატარებლის ზემოთ, განსხვავებით მარიონეტისაგან, რომელიც თოჯინამატარებლის ქვემოთ იმყოფება.
ზემოთმყოფი თოჯინა მე-16 საუკუნეში გავრცელდა მთელ ევროპაში. მისი ძირითადი ნაირსახეობებია – ხელზე ჩამოსაცმელი და ხელჯოხით სამართავი.