ზემოგერმანელი კომედიანტები
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ზემოგერმანელი კომედიანტები – XVII საუკუნის შუა ხანებში და XVIII საუკუნის დასაწყისში სამხრეთ გერმანიის მოხეტიალე დასები. ამ დასებმა, რომლებიც უმეტესად გერმანელი სტუდენტებისაგან შედგებოდა შეცვალეს „ინგლისელი კომედიანტები“. ისინი გერმანიაში XVII საუკუნის I ნახევარში გვხვდება.
„ზემოგერმანელი კომედიანტების“, ისევე როგორც „ინგლისელი კომედიანტების“ რეპერტუარში შედიოდა „მთავარი და სახელმწიფო ქმედება“, რომელშიც ისტორიულ-პოლიტიკური თემატიკა მხიარულ, ფარსის მოტივებს ესადაგებოდა. მოგვიანებით სპექტაკლებში ჩართეს ინტერმედიები „ჰანსვურსტის“ მონაწილეობით. „ზემოგერმანელმა კომედიანტებმა“ მნიშვნელოვანი როლი შეასრულეს პროფესიული გერმანული თეატრის განვითარებაში.