ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზევსის ქანდაკების რეპროდუქცია

ზევსის ქანდაკება ოლიმპიაში − (ინგლ. Statue of Zeus at Olympia), მსოფლიოს შვიდი საოცრებიდან ერთ-ერთი. ის ფიდიასის ნამუშევარია (დაახლოებით ძვ. წ. 430); დამზადებული იყო ხისგან და მოპირკეთებული ოქროთი და სპილოს ძვლით. ზევსის ქანდაკება – ერთადერთი მსოფლიო საოცრებაა, რომელიც ევროპის კონტინენტზე აღმოჩნდა. ბერძენი გეოგრაფის, პავსანიას (პავსანიუსის) მიხედვით, ზევსის ქანდაკების სიმაღლე 13-დან 17 მ შეადგენდა. დარბაზის ბოლოს მჯდარი ზევსი თავით ჭერს ებჯინებოდა. წელს ზევით შიშველი ზევსი ხისგან იყო დამზადებული. მის ტანს მოვარდისფრო, თბილი სპილოს ძვლის ფირფიტები ფარავდა, სამოსს – ოქროს ფოთლები, ცალ ხელში ნიკეს, გამარჯვების ქალღმერთის, ქანდაკება ეჭირა, მეორე ხელით კი იგი მაღალ კვერთხს ეყრდნობოდა. ზევსის სავარძელი სპილოს ძვლის ბარელიეფებითა და ღმერთების ოქროს ქანდაკებებით ყოფილა დამშვენებული.


წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები