ზაქაროს კვირაცხოვლის ეკლესია

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ზაქაროს კვირაცხოვლის ეკლესია - არქიტექტურული ძეგლი დგას მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ზაქაროში. სოფლის განაპირას, აღმოსავლეთით, სოფელ გალავნისაკენ მიმავალ საავტომობილო გზის პირას. თარიღდება გვიანდელი ფეოდალური ხანის დასაწყისით.

აღწერილობა

ეკლესია დარბაზულია (6,5X6,4 მ), ნაგებია დიდი ზომის ქვიშაქვისა და რიყის ქვის შერეული წყობით. ძლიერ დაზიანებულია: გრძივი კედლების ზედა ნაწილი ჩამონგრეულია, დასავლეთ კედელს მთელ სიმაღლეზე ფართო ბზარი აქვს, ჩანგრეულია კამარა და კონქი, მთლიანადაა დანგრეული ჩრდილოეთ მინაშენი. შესასვლელი სამხრეთიდანაა. აღმოსავლეთით ნახევარწრიული აფსიდია. მის ღერძზე ჰორიზონტალურზედანიანი სარკმელია გაჭრილი, სარკმლის ორივე მხარეს თითო მაღალი თაღოვანი ნიშია. ჩრდილოეთ ნიშის გვერდით, აფსიდის მხართან კიდევ ერთი მცირე სწორკუთხა ნიშია. ერთი ჰორიზონტალურზედანიანი სარკმელი სამხრეთ კედელშია. აფსიდის მხართან გაჭრილია სწორკუთხა კარი, რომელიც ჩრდილოეთ მინაშენში (დანგრეულია) გადის.


წყარო

საქართველოს ისტორიისა და კულტურის ძეგლთა აღწერილობა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები