ზანავის ციხე

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზანავის ციხე

ზანავის ციხე − (ინგლ. Zanavi Castle), განვითარებული შუასაუკუნეების ციხესიმაგრე სამცხე-ჯავახეთის მხარეში, ადიგენის მუნიციპალიტეტის სოფელ პატარა ზანავში, ადიგენიდან 5 კმ-ის დაშორებით. აღმართულია ციცაბო კლდეზე. გალავანი და თვით ციხეც ნაგებია ნატეხი ქვითკირის დუღაბზე. ატყვია გვიანი შეკეთების კვალი. შიდა ციხის სამსართულიან კოშკს ყოველ მხარეს სამზერები აქვს. სამხრეთი კედლის თაღოვანი კარი გადის შიდა ეზოში, სადაც კლდეში ამოჭრილი წყლის საცავია განთავსებული. უფრო სამხრეთით მეორე კოშკია, რომელშიც ეკლესიის ნაშთია შემორჩენილი. მის ქვემოთ კიდევ ერთი, გალავანთან მომდგარი, მრგვალი კოშკი დგას. მიუვალი, ციცაბოზე დაშენებული ზანავის ციხიდან შესანიშნავი ხედები იშლება, რაც მნახველს კიდევ ერთხელ ანიჭებს ბედნიერაბას დატკბეს სამხრეთ საქართველოს უმშვენიერესი ბუნებით.

2006 წელს ზანავის ციხეს ეროვნული მნიშვნელობის კულტურის უძრავი ძეგლის სტატუსი მიენიჭა.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები