ზამთრის სოკო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
Zamtris soko.PNG

ზამთრის სოკო (ლათ. Flammunila velutipes (Fr) Karst. რუს. Зимний гриб)

ქუდი – 2-10 სმ დიამეტრისაა, ბრტყელი, ტიტველი, ლორწოვანი ზედაპირით, ყვითელი, ცენტრში მოყავისფრო. ფირფიტები მეჩხერი, განიერი, მოყვითალოა.

ფეხი – 5-8 სმ სიგრძისა და 0,5-0,8 სმ სისქისაა, ცილინდრული, ძირში დაწვრილებული, ბოჭკოვან-ხავერდოვანი ზედაპირით, ქუდისკენ მოყვითალო, ძირისკენ ყავისფერი, ძირში შავი.

რბილობი – თეთრი, მოყვითალო იერით.

სპორები – ელიფსისებრი, უფერული, 8-9X4,5-8 მკმ.

იზრდება ჯგუფურად დამპალ ხეებზე, იშვიათად ზაფხულში, ჩვეულებრივ კი – გვიან შემოდგომიდან, ზოგჯერ მთელი ზამთრის განმავლობაში, განსაკუთრებით ვერხვსა და ტირიფზე.

კარგი საჭმელი სოკოა, იხმარება ახალი. მისდევენ მის ხელოვნურად მოშენებას.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები