ზაალიშვილი თენგიზ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ზაალიშვილი თენგიზ

ზაალიშვილი თენგიზ დიმიტრის ძე - (22. IX. 1928, თბილისი), ქართველი მომღერალი, ლირიკული ტენორი. საქართველოს სახალხო არტისტი (1985).

1957 დაამთავრა თბილისის კონსერვატორია (ს. ინაშვილის კლასი). ზაალიშვილის დებიუტი შედგა 1958 თბილისის საოპერო თეატრის სცენაზე. (ალფრედი, ჯ. ვერდის „ტრავიატა“). აქვე შეასრულა მრავალი წამყვანი პარტია ქართველ, იტალიელ, რუს და სხვ. კომპოზიტორთა ოპერებში. კონცერტები აქვს გამართული საზღვარგარეთის ქვეყნებში. წლების მანძილზე ზაალიშვილი მოღვაწეობდა ხალხური სიმღერის ანსამბლებში. იყო ხალხური ანსამბლ „ფიროსმანის“ წევრი. ამ ანსამბლთან ერთად შემოიარა ევროპის მრავალი ქვეყანა და აშშ. იგი ანსამბლის სხვა წევრებთან ერთად არჩეულია ქ. ატლანტის საპატიო მოქალაქედ (1985). ეწევა პედაგოგიურ მოღვაწეობას.




იხილე აგრეთვე

თენგიზ ზაალიშვილი

წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები