ვოლსკი გიორგი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გიორგი ვოლსკი – დაიბადა 1957 წლის 18 იანვარს თბილისში.
განათლება – თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, საქონელმცოდნეობა და სამრეწველო საქონლით ვაჭრობის ორგანიზების სპეციალობა.
სამუშაო გამოცდილება
- მუშაობდა პარტიულ (1984-90) და დიპლომატიურ (1991-2004) თანამდებობებზე;
- კონფლიქტების მოგვარების საკითხებში სახელმწიფო მინისტრის მოადგილე (2004-2006);
- მე-8 მოწვევის პარლამენტის წევრი (2012-2016) პარტიული სიით, პოლიტიკური ბლოკი „ბიძინა ივანიშვილი - ქართული ოცნება“, ფრაქციის - „ქართული ოცნება“ თავმჯდომარე, საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის მოადგილე, საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის, ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის, ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის საკითხთა დროებითი კომისიის თავმჯდომარე.
- მე-9 მოწვევის პარლამენტის წევრი (2016-2020): მაჟორიტარი, თბილისის №14 საარჩევნო ოლქი, პოლიტიკური ბლოკი „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“, ფრაქცია „ქართული ოცნება“ ფრაქციის წევრი, პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილე (2016–2019); საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერი (24.06.2019–25.11.2019); პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (2019-).
- მე-10 მოწვევის პარლამენტის წევრი (2020 წლიდან): მაჟორიტარი, №6 საარჩევნო ოლქი, საარჩევნო ბლოკი: „ქართული ოცნება - დემოკრატიული საქართველო“. პარლამენტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე (11-12-2020); ფრაქცია „ქართული ოცნება“ - ფრაქციის წევრი (11-12-2020);
წყარო
საქართველოს პარლამენტის წევრები 1990-2015
რესურსები ინტერნეტში
კატეგორიები:
- ქართველი დიპლომატები
- ქართველი პოლიტიკოსები
- საქართველოს პარლამენტის წევრები
- 2012-2016 წლების საქართველოს VIII მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2016-2020 წლების საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრები
- 2020-2024 წლების საქართველოს X მოწვევის პარლამენტის წევრები
- საქართველოს პოლიტიკური პარტიების წევრები
- ბიძინა ივანიშვილი – ქართული ოცნების წევრები
- ვოლსკები