რომან ჰარა ვიქტორ უგო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
(გადმომისამართდა ვიქტორ უგო რომან ჰარა-დან)
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიქტორ უგო რომან ჰარა – (1935-1976), კოსტა-რიკელი პოლიტიკური მოღვაწე, დიპლომატი. მიღებული აქვს სამედიცინო განათლება. სწავლობდა კოსტა-რიკის უნივერსიტეტში იურიდიულ და ეკონომიკურ ფაკულტეტებზე. 1960-69 ეკავა ხელმძღვანელი თანამდებობები ნაციონალურ-განმათავისუფლებელ მმართველ პარტიაში. იყო პარტიის შემსრულებელი გენერალური მდივანი. 1906-დან 1970-მდე ამავე პარტიის პოლიტიკური, ეკონომიკური და სოციალური გამოკვლევების ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე. აქტიურად მონაწილეობდა კოსტა-რიკის ახალგაზრდულ და სტუდენტურ მოძრაობებში. 1970-დან – კოსტა-რიკის ელჩი საფრანგეთში, პარტიის წარმომადგენელი იუნესკოში. 1971 წლის მაისიდან ელჩი შეთავსებით სსრკ-ში.


წყარო

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები