ვირის ჯიმლა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვირის ჯიმლა (ლათ. Hygrocybe conica (Fr.) Kumm რუს. Гигрофор конический)
ქუდი – 2-5 სმ დიამეტრისაა, კონუსისებრია, ლორწოიანი და პრიალა ზედაპირით; ნარინჯისფერია კაშკაშა წითლამდე, შემდეგ შავდება. ფირფიტები, თავიდან ყვითელი, შემდეგ შავდება.
ფეხი – 5-10 სმ სიგრძისა და 0,4-1 სმ სისქისაა; ყვითელი ან ნარინჯისფერი, ძირთან მოთეთროა.
რბილობი – ნარინჯისფერი, ფეხში თეთრი, შემდეგ შავდება
სპორები – წაგრძელებულ-კვერცხისებრი, უფერული, მოლურჯო ელფერით, 7-11X4-8 მკმ. გარეგნულად — დამახასიათებელი და ადვილად შესამჩნევი სოკოა.
იზრდება ნიადაგზე, მდელოზე ტყის პირას, ზაფხულ-შემოდგომით. შხამიანი სოკოა.