ვირაფა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვირაფა – ირანული (საშუალო სპარსული) წიგნის „არდა ვირაფა-ნამაქის“ მიხედვით ვირაფა ამოარჩიეს შვიდ პატიოსან კაცს შორის, როგორც ყველაზე ღირსეული და უცოდველი, რათა სამოთხესა და ჯოჯოხეთში გაეგზავნათ ამბის მოსატანად.

საიქიოში წასვლის წინ ვირაფა სამოსელს გამოიცვლის, ილოცებს, მოიგონებს გარდაცვლილთა სულებს, ნელსაცხებელს იცხებს, შესვამს სამ თას ღვინოს: ერთს – კეთილი ფიქრებისთვის, მეორეს – კეთილი სიტყვებისთვის, მესამეს – კეთილი საქმეებისთვის, დაწვება ტახტზე და დაიძინებს. ვირაფას სული სხეულიდან გამოვა, მშვიდობიანად გაივლის საიქიოს ბეწვის ხიდს - ჩინვატის ხიდს და შვიდი დღე-ღამის შემდეგ კვლავ თავის სხეულს დაუბრუნდება.

ვირაფა ყვება ამბავს, თუ როგორ მოიარა შვიდი დღის განმავლობაში საიქიო და რა ნახა იქ. მან იხილა ჯოჯოხეთში დასჯილთა სულები, ვინ რა საქციელისთვის რა სასჯელს იხდიდა. ანგელოზებმა მერე აჰურამაზდასა და ამეშა სპენტების სამყოფელში, მარადიული სინათლის საუფლოში წაიყვანეს. ვირაფა ხედავდა ნათელს, სხეულს კი – ვერა, მხოლოდ ხმა ესმოდა და მიხვდა, რომ ეს აჰურამაზდა იყო, რომელიც ეუბნებოდა: „უთხარი, ვირაფა, ხორციელთ, რომ აჰურამაზდა ვარ და ვიქნები... არ გადაუხვიონ ჭეშმარიტებას, აღიარეთ მოძღვრება ზარათუშთრა სპიტამას ძისა... იცოდეთ, მიწად იქცევა ყოველი პირუტყვი, მიწად იქცევა ოქრო და ვერცხლი და ყოველი ადამიანი...“


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები