ვინილქლორიდი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვინილქლორიდი − (ქლორიანი ვინილი, ქლორვინილი, ქლორეთილენი, ეთილქლორიდი), უფერო აირი ქლოროფორმის მსგავსი სუსტი სუნით;
ქიმიური ფორმულა – C2H3Cl;
დუღილის ტემპერატურა – tდუღ = –13,8°C;
სიმკვრივე -15°C-ზე – 973 კგ/მ3.
არის ცეცხლ- და ფეთქებადსაშიში ტოქსიკური ნივთიერება. გამოიყენება პოლივინილქლორიდისა და ძვირფასი სამრეწველო დანიშნულების თანაპოლიმერების წარმოებაში.