ვივაჰვანტი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვივაჰვანტი(ინდ.) „სხივოსანი“, მზიური ღვთაება, ადიტის ძე, მითრასა და ვარუნას უმცროსი ძმა, ცისა და მიწის ნათელის განსახიერება.

იგი უხელფეხო, მთლიანად გლუვი სხეულით დაიბადა. ითვლება ადამიანთა ერთ-ერთ წინაპრად. მან პირველმა შესწირა მსხვერპლი და ცეცხლი მისცა ადამიანებს. მისი შვილებია იამუ და იამი. როცა მისმა ცოლმა სარანიამ აღარ ისურვა მასთან ცხოვრება, გაექცა და ფაშატად იქცა, იგი დაედევნა მას და თავად ულაყადქცეული შეეუღლა მას; მაშინ ჩაისახნენ აშვინები.


წყარო

მითოლოგიური ენციკლოპედია ყმაწვილთათვის

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები