ვიბრაციული სატკეპნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიბრაციული სატკეპნი – მასალების შესამჭიდროებელი დანადგარი იმპულსების ენერგიით, რომელიც ნაწილაკებს ანიჭებს აჩქარებას და აღძრავს ინერციის ძალებს. ნაწილაკების ურთიერთგადაადგილება იწვევს ნარევის შემჭიდროებას. გლუვვალცებიანი ვიბრაციული თვითმავალი სატკეპნები მასით 6-8 ტ გამოიყენება ასფალტბეტონის, ხრეშისა და სხვ. მასალების საგზაო საფრების შესამჭიდროებლად. ვიბრაციული სატკეპნი აღჭურვილია ვიბროვალცის რხევის ამპლიტუდის სარეგულირებელი მოწყობილობით. არსებობს თვითგადაადგილებადი (ბენზინის ან დიზელის ძრავით) და ხელის.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები