ვიბრაციული მოედანი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ვიბრაციული მოედანი

ვიბრაციული მოედანი – სტაციონარული ვიბრაციული დანადგარი ბეტონის ნარევის შესამჭიდროვებლად. გამოიყენება ძირითადად ასაკრები რკინაბეტონის კონსტრუქციების დამზადების დროს. სამუშაო ორგანოს მოძრაობის ტრაექტორიის მიხედვით ვიბრაციული მოედანი არის ვერტიკალურად ან ჰორიზონტალურად მიმართული და წრიული რხევებით, ხოლო მოძრაობის ხასიათის მიხედვით – ვიბრაციული და დარტყმით-ვიბრაციული. რხევების აღძვრა ხორციელდება ძალური (დებალანსებით) და კინემატიკური (მრუდხარა-ბარბაცა ამძრავი) მეთოდებით. სხვადასხვა ტვირთამწეობის ვიბრაციული მოედანი სხვადასხვა რაოდენობის ვიბრობლოკებით აღიჭურვება. კონსტრუქციული შესრულების მიხედვით ვიბრაციული მოედანი არის ჩარჩოიანი და უჩარჩოო, ხოლო ყალიბების მოედანზე დამაგრების მიხედვით დამაგრების გარეშე და მექანიკური, პნევმატიკური, ჰიდრავლიკური და ელექტრომაგნიტური დამაგრებით. კონსტრუქციის მიხედვით ვიბრაციული მოედანი არსებობს სტაციონალური (რკინაბეტონის კონსტრუქციების ქარხნებისათვის) და გადასატანი; ტვირთამწეობის მიხედვით – მცირე (0,25-1 ტ), საშუალო (1-5 ტ) და მაღალი (5-20 ტ) ტვირთამწეობის.




წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები