ვიბრაციული მანქანა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვიბრაციული მანქანა – მანქანა, რომელსაც ტექნოლოგიური პროცესის შესასრულებლად ან ინტენსიფიკაციისათვის ესაჭიროება სამუშაო ორგანოსათვის რხევითი მოძრაობის მინიჭება. განასხვავებენ ვიბრაციულ მანქანას მონო-, ბი- და მრავალჰარმონიული რხევებით და დარტყმისგარეშე და დარტყმით-ვიბრაციულს. გამოიყენება სამშენებლო წარმოებაში ბეტონის ნარევის შესამჭიდროვებლად; რკინაბეტონის ნაკეთობის დაყალიბებისათვის; გრუნტში ხიმინჯებისა და მილების ჩასასობად; მასალების დასახარისხებლად ცხავებზე (ვიბროცხავი); მასალების ტრანსპორტირებისათვის (ვიბროკონვეიერები); მასალების დაფქვისათვის ვიბრაციულ წისქვილებში; კვების მრეწველობის დანადგარებში და სხვ.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები