ვერხვისძირა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვერხვისძირა (ლათ. Leccinum aurantiacum (Fr) S.F.Gray. რუს. Подосиновик красный)

ქუდი – 4-20 სმ დიამეტრისაა, ჯერ ნახევარსფეროსებრია, შემდეგ კი ბალიშისებრი, ხორცოვანი, ზედაპირი ხავერდოვან-ქეჩისებრია, ნარინჯისფერია ან ნარინჯისფერ-წითელი. ჰიმენიალური შრე წვრილ-მომრგვალოფორებიანია, ჯერ თეთრია, შემდეგ შავდება.

ფეხი – 6-20 სმ სიგრძისა და 1.5-5 სისქისაა, ძირისკენ მსხვილდება, მოთეთროა, ზედაპირი დაფარულია მოგრძო თეთრ, ყავისფერ ან შავი ქერცლებით, რომელიც შემდეგ მურა ხდება.

რბილობი – მკვრივია, თეთრია, ჰაერზე ლურჯდება, შემდეგ შავდება.

სპორები – წაგრძელებულ-ოვალურია, სადა, მოყვითალო; 14-18X4-6 მკმ.

იზრდება ნიადაგზე, ძირითადად ვერხვნარგავებში, მაგრამ გვხვდება აგრეთვე სხვა ფოთლოვან და შერეულ ტყეშიც ზაფხულ-შემოდგომით.

გამოიყენება საჭმელად ახალი, გამშრალი და დამუჟუჟებული.


წყარო

საქართველოს სოკოები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები