ვებერი კარლ მარია ფონ

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
კარლ მარია ფონ ვებერი

კარლ მარია ფონ ვებერი - (გერმ. Carl Maria von Weber, 19. XI. 1786, ოიტინი, – 5. VI. 1826, ლონდონი), გერმანელი კომპოზიტორი, დირიჟორი, პიანისტი. გერმანული რომანტიკული ოპერის შემქმნელი.

ვებერს საერთო და მუსიკალური სისტემატური განათლება არ მიუღია. იღებდა კერძო გაკვეთილებს ფორტეპიანოსა და კომპოზიციაში. 17 წლის ასაკში უკვე გამოჩენილი პიანისტი და მრავალი ნაწარმოების ავტორი იყო. 1804-იდან მუშაობდა საოპერო თეატრების დირიჟორად გერმანიის სხვადასხვა ქალაქში. 1813-17 ხელმძღვანელობდა ოპერის თეატრს პრაღაში. 1817-იდან სიცოცხლის ბოლომდე დრეზდენის მუსიკალური თეატრის ხელმძღვანელი იყო. ამ პერიოდში შეიქმნა მისი შემოქმედების მწვერვალი ოპერა „თავისუფალი მსროლელი“ („ფრაიშიუცი“, 1821), რომელიც 1821 დაიდგა ბერლინში ავტორის ხელმძღვანელობით, ამ ოპერაში ვებერი ეყრდნობა ხალხურ მუსიკალურ შემოქმედებას, ფართოდ იყენებს – ყოფით ჟანრებს (ვალსი, მარში, სიმღერა). ამ ოპერამ დიდი გავლენა მოახდინა რომანტიული ოპერის შემდგომ განვითარებაზე და კერძოდ, ნიადაგი შეამზადა რ. ვაგნერის მუსიკალურ დრამებისათვის. მას დაწერილი აქვს აგრეთვე ოპერები: „ობერონი“ (1826), „ევრიანტა“ (1829) და სხვ. სონატები – 2 სიმფონია, 2 უვერტიურა; საფორტეპიანო კონცერტი, („კონცერტშტიუკი“, 1821), ცნობილი საფორტეპიანო პიესა „ცეკვაზე მიპატიჟება“ (1819), კამერული ნაწარმოებები, სიმღერები და სხვ.



წყარო

მუსიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები