ვახტანგ კლდეკარის ერისთავი
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვახტანგ - კლდეკარის ერისთავი XII ს. მეორე ნახევარი. ეპიგრაფიკული მასალის მიხედვით, XII ს-ის 80-იან წწ-მდე კლდეკარის საერისთავო კვლავ განაგრძობდა არსებობას. დაახლოებით XII ს-ის შუა ხანებში კლდეკარის ერისთვი იყო ვინმე ვახტანგი, რაზედაც იუწყება ბეშთაშენის წარწერა: „გურგენის ძეთა ავაგეთ, ერისთავისა ვახტანგის ბრძანებით“. მეტი ცნობა ვახტანგ კლდეკარის ერისთავის შესახებ არ მოგვეპოვება.
წყაროები და ლიტერატურა
- ბაქრაძე 1959: 63;
- ბახტაძე 2003: 182.
წყარო
ცენტრალური და ადგილობრივი სამოხელეო წყობა შუა საუკუნეების საქართველოში