ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ეპისკოპოსი ვახტანგი

ეპისკოპოსი ვახტანგი (ლიპარტელიანი)ეპისკოპოსი ვახტანგი, ერისკაცობაში გიორგი ოთარის ძე ლიპარტელიანი, დაიბადა 1965 წლის 25 ოქტომბერს ქალაქ თბილისში. 1982 წელს დაამთავრა თბილისის 51-ე საშუალო სკოლა. 1982-1989 წლებში სწავლობდა საქართველოს პოლიტექნიკურ ინსტიტუტში (1984-1986 წლებში მსახურობდა სამხედრო სავალდებულო სამსახურში).

1989-1999 წლებში ბიზნესშია.

1982 წლიდან ქაშუეთის სწმიდა გიორგის ეკლესიის მრევლია.

1999 წლიდან სტიქაროსანი.

2008 წლის 13 დეკემბერს აღიკვეცა ბერად და სახელად ვახტანგი ეწოდა. 2009 წლის 8 მარტს ხელი დაასხეს დიაკვნად და იმავე წლის 27 სექტემბერს მღვდლად აკურთხეს. 2009-2015 წლებში მოსკოვის წმიდა გიორგის ქართული ეკლესიის წინამძღვარია. მალევე აღყვანილ იქნა არქიმანდრიტის ხარისხში. არქიმანდრიტი ვახტანგი 2015 წლის 25 მაისის წმინდა სინოდის სხდომაზე გამოირჩიეს ნიკორწმინდის ეპარქიის მდვდელმთავრად, იმავე წლის 1 ივნისს მცხეთაში, სვეტიცხოვლის საპატრიარქო ტაძარში, უწმიდესმა და უნეტარესმა, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა, მცხეთა-თბილისის მთავარეპისკოპოსმა და ბიჭვინთისა და ცხუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტმა ილია II-მ, წმიდა სინოდის წევრებთან ერთად, არქიმანდრიტ ვახტანგს ხელი დაასხა ნიკორწმინდელ ეპისკოპოსად.

„დალოცე სრულიად საქართველო, რათა უფრო გავძლიერდეთ და მადლი სულისა წმინდისა უხვად გადმოვიდეს საქართველოზე, მეუფე ვახტანგ, ეპისკოპოსო ნიკორწმინდელო, წმინდა ნიკოლოზი ამიერიდან განსაკუთრებული მფარველია შენი. ითხოვე და მოგეცემა და დღეს მე გაძლევ შენ კვერთხს, როგორც ნიშანს ეპისკოპოსის კურთხევისა და მადლისა, დალოცე სრულიად საქართველო, რათა უფრო გავძლიერდეთ და მადლი სულისა წმინდისა უხვად გადმოვიდეს საქართველოზე, ამინ!“, – სვეტიცხოვლის ტაძარში ამ სიტყვებით დალოცა უწმიდესმა ახალნაკურთხი ნიკორწმინდელი მღვდელმთავარი ვახტანგი.

წყარო

საქართველოს მართლმადიდებელი სამოციქულო ეკლესიის ასწლოვანი მატიანე (1917-2017 წ.წ.)

იხილე აგრეთვე

ვახტანგი (ნიკორწმინდელი ეპისკოპოსი)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები