ვაჩე (კახეთის მთავარი)

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაჩე (დაჩი)კახეთის მთავარი (827-839). იოანე ქვაბულის ძის შვილი. გამთავრდა გარდაბნის წარჩინებულთა მხარდაჭერით. „ქართლის ცხოვრების“ მიხედვით, გარდაბნელი დიდებულები კახეთში ბატონობისათვის ებრძოდნენ ჯერ წანარებს, შემდეგ სხვა მოწინააღმდეგეებსაც.

ვაჩეს ქორეპისკოპოსობის დროს კახეთში ადგილი ჰქონდა არაბთა შემოსევას ხალილ იბნ-იაზიდის ხელმძღვანელობით. როგორც ჩანს, სახალიფო დიდად შეაშფოთა კავკასიაში განმათავისუფლებელი ტენდენციების გაძლიერებამ. არაბთა ეს შემოსევა მათი შერყეული მდგომარეობის განმტკიცებისა და კახეთის გაძლიერებისა და ტერიტორიული გაფართოების წინააღმდეგ იყო მიმართული.

829-830 წლებში ხალილმა მოახერხა კახეთის დამორჩილება, აიღო ხარკი და უკან გაბრუნდა. აღსანიშნევია, რომ ხარკი 3 ათ. ფაშატისა და 20 ათ. ცხენისაგან შედგებოდა.

წყარო

საქართველოს მეფეები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები