ვაშლოვანელი თამრო

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაშლოვანელი თამრო – მე-18 საუკუნის სახალხო გმირი, ერეკლე მეორის თანამედროვე. თამრო ვაშლოვანელი ებრძოდა შინაურ და გარეშე მტრებს, ფეოდალებსა და აგრესორებს. გვარი ცნობილი არ არის. მასზე ისტორიული ცნობებიც არ შემონახულა. თავგადასავალი აღდგენილია მოგონებების გადმოცემებისა და ლექსების მიხედვით.

თამრო ვაშლოვანელი ყმა გლეხის ქალი ყოფილა, ადრე დაობლებულა და ბატონს გაუყიდია. მალე თავი დაუხსნია და სახელი გაუთქვამს მტრებთან ბრძოლაში. თამრო ვაშლოვანელი დაღუპულა შურისძიების ნიადაგზე (მტკვარში გადაუგდიათ). გმირი ქალის ნეშტი მეცხვარეს უპოვხია და ხალხს პატივით დაუსაფლავებია თრიალეთის ეკლესიაში. თამრო ვაშლოვანელზე საისტორიო ნაწარმოები შეიცავს საერთაშორისო მოტივს, ფალავნობის დაკარგვის შიშით ქალი გაუთხოვარი რჩება. თამროზე შექმნილი ლექსები ელეგიური ხასიათისაა

ქ. სიხარულიძე



ლიტერატურა

  • დ. ჯანაშვილი, ისტორიული სურათები, „ივერია“, 1882, № 12;
  • ქ. სიხარულიძე, ქართული ხალხური საგმირო-საისტორიო სიტყვიერება, 1949;
  • ქართული ხალხური საისტორიო სიტყეიერება, II, 1964;
  • დ. ქორიძე, გმირი ქართველი ქალები. 1962.

წყარო

ქართული ფოლკლორის ლექსიკონი: ნაწილი I‏‎

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები