ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკა – დაარსდა XV ს-ში, პაპ ნიკოლოზ V (1447-1455) დროს. დღეისათვის ბიბლიოთეკა ითვლის 1,6 მლნ. ნაბეჭდ, 82000 ხელნაწერ, 150000 ფოტო ერთეულს, ინკუნაბულებს, 400 000 მონეტასა და მედალიონს.

ქართული ხელნაწერი წიგნი ვატიკანის სამოციქულო ეკლესიის 2 ფონდშია განთავსებული:
1. Codices Vaticani, ერთ-ერთი ყველაზე ადრეული ფონდია. მასში შესულია 2 ერთეული ქართული ხელნაწერისა, თუმცა ვატიკანის არქივში დაცული ჩანაწერების მიხედვით ივარაუდებოდა 3 ხელნაწერი წიგნის არსებობა, რომელთაგან ერთ-ერთი არ იძებნება;
2. Borgia. Iberico, ანუ კარდინალ სტეფანო ბორჯიას ფონდში, რომელშიც დაცული 13 ქართულ ხელნაწერ წიგნზე ინფორმაცია ქართული საზოგადოებისთვის ხელმისაწვდომი გახდა მიხეილ თარხნიშვილის „Bedi Kartisa“-ში პუბლიკაციით (Tarchnichvili 1962: 61-71).

მოგვიანებით ქართველმა მეცნიერმა თ. შურღაიამ გამოაქვეყნა წერილი ვატიკანში დაცული ქართული ოთხთავისა და, ზოგადად, Codis Vaticani-ში მისი მოხვედრის საკითხებთან დაკავშირებით. სტატიაში მკვლევარი ვრცლად შეეხო ქართულ ხელნაწერებთან დაკავშირებულ ვატიკანის საარქივო მასალას, ასემანისა (Assemanni 1719) და მაის (Mai 1831) აღწერილობებს (შდრ.: შურღაია 2006). ზოგადად უნდა აღინიშნოს, რომ უკანასკნელ დრომდე ვატიკანის ბიბლიოთეკის ქართული ხელნაწერები ქართველ მეცნიერთათვის ყველაზე მიუწვდომელ ერთეულებს წარმოადგენდა.

ამჟამად უკვე დაიწყო ბიბლიოთეკის ხელნაწერთა ციფრული ვერსიების გამოქვეყნება. მაგრამ, სამწუხაროდ, ვატიკანის სამოციქოლო ბიბლიოთელის დღეს არსებულ ციფრულ ფონდში, რომელიც მოიცავს 4500 ერთეულის დიგიტალურ ვერსიას, ჯერჯერობით იძებნება მხოლოდ ერთი ქართული ხელნაწერი. წინამდებარე გამოცემაში ხელნაწერების კოდიკოლოგიურ-პელეოგრაფიული მონაცემები შედგენილია მ. თარხნიშვილის, თ. შურღაიას ზემოთ დასახელებული პუბლიკაციებისა და კ. კეკელიძის სახელობის საქართველოს ეროვნულ ცენტრში დაცული მ. თამარაშვილის საარქივო მასალის საფუძველზე. ცალკეულ შემთვევებში გათვალისწინებულია ცალკეულ ხელნაწერებთან დაკავშირებული კვლევის შედეგები.


იხილე აგრეთვე

ვატიკანის სამოციქულო ბიბლიოთეკაში დაცული ქართული ხელნაწერები

წყარო

ქართული ხელნაწერი წიგნი საზღვარგარეთ

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები