ვარძია (მინერალური წყარო)
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვარძია – მინერალური წყარო მდინარე მტკვრის მარჯვენა ნაპირზე, სოფელ თმოგვში, ვარძიის სამხრეთით 12-13 კმ მანძილზე, ზღვის დონიდან 1226 მ სიმაღლეზე. წყალი თერმულია. მიეკუთვნება ნახშირმჟავა ქლორიდულ-ჰიდროკარბონატულ-ნატრიუმიან წყლებს. საერთო მინერალიზაციაა 12 გ/ლ. შეიცავს ბიოლოგიურად აქტიურ კომპონენეტბს: კაჟის მჟავას (62 მგ/ლ), ფტორს (1.8 მგ/ლ), ბრომს (5 მგ/ლ) და სხვ. მდინარე მტკვრის ხეობაში ბურღვით მიღებულია ანალოგიური წყალი, რომლის საერთო მინერალიზაციაა 13 გ/ლ, ხოლო ტემპერატურა 550 C.