ვარვარის ნათურა
NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
ვარვარის ნათურა − ელექტრონათურა, რომელშიც შუქი მიიღება ტანის გამოსხივებით, რომელიც ვარვარდება მასში ელექტრული დენის გავლის შედეგად. თუ ნათურის კოლბაში ვაკუუმია, მაშინ ასეთ ვარვარის ნათურას ეწოდება ვაკუუმური, ხოლო თუ შევსებულია ინერტული აირით – აირსავსე ნათურა.