ვარდავარი ნშანდრუწიუნი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარდავარი ნშანდრუწჲუნ-ი (სომხ. Վար-դավառի նշանդրություն – „ვარდავარის ნიშნობა“) – სომხური ტრადიციული ნიშნობა ვარდავარის (ფერისცვალების) დღესასწაულზე: ვაჟი თავისი მეგობრების ხელით სასურველ ქალიშვილს უგზავნიდა ვაშლს, რომელშიც ეს უკანასკნელი, თანხმობის ნიშნად, გამხმარ ტიტას არჭობდა და უკან უბრუნებდა. სომეხთა განსახლების სხვა რაიონებში, მაგალითად განძაკში, ფერისცვალების დღესასწაულზე ვაჟის დედა, ქალიშვილის მშობლებთან თანხმობით, ცეკვის დროს სარძლოდ შერჩეულს ლამაზ თავსაფარს გადააფარებდა და გადასცემდა ვაშლს, რომელშიც ბეჭედი ან მონეტა იყო გარჭობილი, ჯიბეში კი ცოტაოდენ ჩირს უყრიდა.

უნდა ითქვას, რომ სომხებში სარძლოს დანიშვნა სხვა დღესასწაულებზეც იცოდნენ. გ. ჩურსინის ცნობით, მთიან ყარაბახში და ზანგეზურში ბზობის კვირას ბიჭის რომელიმე ნათესავი რჩეულს თავშალს ახურავდა და აძლევდა ანთებულ სანთელს ზედშებმული ბეჭდით. ამ წუთიდან ქალიშვილი დანიშნულად ითვლებოდა.


ლიტერატურა

  • Тер-Саркисянц А. Е. Брак и свадебный цикл у армян (вторая половина XIX – начало XX в.) // Кавказский этнографический сборник. IX. М., 1989;
  • Чурсин Г. Ф. Свадебные обычаи и обряды на Кавказе // Кавказ. 1902, № 2.

წყარო

კავკასიის ხალხთა მითები და რიტუალები

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები