ვარგავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვარგავი – სოფელი სამხრეთ საქართველოში, ასპინძის მუნიციპალიტეტში, ახალქალაქის პლატოს ჩრდილო-დასავლეთ ნაწილში, ზღვის დონიდან 1700-1750 მ სიმაღლეზე, ქ. ასპინძიდან სამხრეთ-აღმოსავლეთით 24 კმ მანძილზე, თემის ცენტრი. საქართველოს მთავრობის 2015 წლის N 671 დადგენილების მიხედვით შესულია მაღალმთიან დასახლებათა ნუსხაში. მიდამოები უტყეოა. მოსახლეობის რიცხოვნობა – 105. უპირატესი ეროვნება (92 %) – ქართველი (2002). სოფლის მიდამოებში არის ვარგავის ტუფის საბადო.


წყარო

სამცხე-ჯავახეთი: ცნობარი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები