ვარადა ნატა

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება
ნატა ვარადა

ვარადა ნატა — (1978), სრული გვარი — ვარადაშვილი. ქართველი მწერალი და პოეტი. დაიბადა სოფელ გავაზში (ყვარელი). 1994 წელს ჩააბარა თსუ-ს ჟურნალისტიკის ფაკულტეტზე. 1995 წლიდან იბეჭდებოდა ლიტერატურულ პერიოდიკაში. მუშაობდა სხვადასხვა გამომცემლობაში. გამოცემული აქვს წიგნები: „ერთი საათით გვიან“, „დედის კერძი“, „ამებური სიმღერებიდან“ და „გამრავლების ტაბულა“. მისი პიესა „ფოკუს, მოკუს, ფრრ..“ დაიდგა საქართველოს საზოგადოებრივი რადიოს რადიოთეატრში. ამ პიესაში მოთხრობილია ფრანგი პოეტის, ფრანსუა ვიიონის ცხოვრება და შემოქმედება, ამასთან მხატვრულ-ალეგორიული ხერხებით გაკრიტიკებულია საქართველოში წლების განმავლობაში გამეფებული უსამართლობა.


ფონი ოკეანე
ჩემი ცრემლების მარილიან ოკეანეში
თავი დავიხრჩე.
სამოთხე ტკბილი სიზმარია.
გამოკრეფილი უდაბურების ჩრდილში
ხმელეთი ფეხიდან წავიძრე,
ცისფერი სითხე ვითომ და,
შერწყმის ადგილია.
ჩვენ,
წყალმცენარე ხავერდების ხავსიან თმაში,
გამოვიზამთრებთ.
მე ვიქნები მიდიების დიასახლისი
მხოლოდ შენი იდა სახლისი.
შენ მომიზიდავ მზიან ნიჟარებს
უმზეობით რომ არ გაგიყვითლდე.
აქ, საფოსტო ყუთს არ შევამოწმებთ,
ცრუსატრფოთა წერილები
გზაზე აორთქლდნენ.
აქ, სიტყვებს ლაყუჩებში ჩავიგუბებთ,
მხოლოდ კოცნისას ვილაპარაკებთ.
ტანზე აფცქვნილ კანს შვილებს
სასთუმლად ამოვუგებთ და
გავმრავლდებით.
თუმცა გემებიც იძირებიან,
მერცხლებგამოსხმული იალქნები.
გამიხსენე, ბავშვობის სიზმრის შენი სოფია.

წყარო

ქართველი პოეტები (ენციკლოპედია)

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები