ვალუტის ბაზარზე ზეწოლის ინდექსი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვალუტის ბაზარზე ზეწოლის ინდექსი ინდექსი – (Exchange Market Pressure Index - EMPI) - მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის, საერთაშორისო რეზერვებისა და გაცვლითი კურსის ცვლილების საშუალო შეწონილი სიდიდე. იგი მხოლოდ რამდენიმე მაკროეკონომიკურ მაჩვენებელს მოიცავს და ამის გამო, ქვეყანაში მიმდინარე ყველა ეკონომიკურ პროცესს სრულად ვერ აღწერს. EMPI ინდექსი 1996 წელს შეიმუშავეს ეიჩენგრინმა, როუზმა და უაიპლოზმა. მაღალი ინდექსი ვალუტის ბაზარზე დიდ ზეწოლაზე მეტყველებს. EMPI გამოითვლება შემდეგი ფორმულით:

Valutis bazris zewolis indeqsi.JPG





სადაც eit- ეროვნული ვალუტის - ნომინალური გაცვლითი კურსია დოლარის მიმართ, iit და rit, შესაბამისად, — მოკლევადიანი საპროცენტო განაკვეთის და წმინდა საერთაშორისო რეზერვებისა და სარეზერვო ფულის შეფარდება იური ქვეყნისათვის; iit და ∆ri აღნიშნავს iit და ∆rit საშუალოს, ∆ განსაზღვრავს ზრდის ტემპს. EMPI ინდექსი საკმაოდ მგრძნობიარეა გლობალურ ფინანსურ ბაზრებზე მიმდინარე პროცესების მიმართ და ნათლად ასახავს კრიზისების „გადამდებ“ ეფექტს მეტ-ნაკლებად - დაკავშირებული ფინანსური ბაზრების მქონე ქვეყნებს შორის. მაგ., მექსიკის კრიზისი 1994-1995 წლებში და მისი გავლენა ლათინური ამერიკის ქვეყნებზე, რუსეთის კრიზისი 1998 წელს და მისი გავლენა პოსტსაბჭოთა ქვეყნებზე და ა.შ.

სხვადასხვა ქვეყანაში EMPI ინდექსი ურთიერთდამოკიდებულების ახსნის მარტივი მეთოდია. მაგ., EMPI ინდექსის კორელაციის კოეფიციენტი საქართველოსა და თურქეთს შორის (0,555) უფრო მაღალია, ვიდრე საქართველოსა და რუსეთს შორის (0,367). ეს ნიშნავს იმას, რომ საქართველოს ეკონომიკაზე თურქეთის ფინანსური კრიზისი, რუსეთთან შედარებით, უფრო დიდ გავლენას ახდენს.

წყარო

თანამედროვე ეკონომიკის ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები