ვაკუუმ-ფარი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაკუუმ-ფარი – ვაკუუმ-სივრცე, რომელსაც ქმნის 10-15 მმ სისქის წყალმედეგი დაბაკელიტებული ფანერისაგან დამზადებული ფარი, იმავე ფანერის ზოლოვანი ნაჭრებისაგან შემოწებილი ბორტებით. ფარები ამ ბორტებით ეყრდნობა ნედლი ბეტონის ზედაპირს და ფანერის ფარსა და ბეტონს შორის დარჩენილი სიცარიელის მეშვეობით შეისრუტავს (შეიწოვს) ბეტონიდან ჰაერსა და ჭარბ ტენს.

ვაკუუმ-ფარის დანადგარი შეიძლება იყოს გადასატანი და სტაციონალური. გადასატანი გამოიყენება მსხვილ სამშენებლო ობიექტებზე მონოლითური კონსტრუქციების ვაკუუმირებისათვის, ხოლო სტაციონალური – ქარხნებში ან პოლიგონებზე ასაწყობი რკინაბეტონის კონსტრუქციების დასამზადებლად. დანადგარის შემადგენლობაში შედის: ვაკუუმ-ტუმბო, წყალგამაცალკევებელი (არეგულირებს გაუხშოების დონეს და ემსახურება წყლისა და მტვრის ნაწილაკების სეპარაციას), ვაკუუმ-კამერები და რეზინის შლანგები. დანიშნულების მიხედვით არსებობს ვაკუუმ-ფარი ინვენტარული და საყალიბე. ინვენტარული გამოიყენება ჰორიზონტალური (ან მცირექანობიანი) ზედაპირებისათვის; ის შედის ვაკუუმ-დანადგარის კომპლექტში. საყალიბე ვაკუუმ-ფარები კი ერთდროულად გამოიყენება დასაბეტონებელი ვერტიკალური ზედაპირების საყალიბედ და შემდეგ ვაკუუმირებისათვის; მისი ზომები შეესაბამება დასაბეტონებელი კონსტრუქციის ზედაპირების ზომებს.



წყარო

სამშენებლო ენციკლოპედიური ლექსიკონი

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები