ვაიოს საფერავი

NPLG Wiki Dictionaries გვერდიდან
გადასვლა: ნავიგაცია, ძიება

ვაიოს საფერავი — ვაზის ჯიში, წითელყურძნიანი, რომლისგანაც სქელი შავი ფერის ღვინო დგებოდა, ისეთივე, როგორიც საფერავია. იგი მაღლარის სახით ქედის რაიონში, სოფელ ვაიოს მიდამოებში იყო გავრცელებული და წითელი სუფრის ღვინოების დასამზადებლად საკმაოდ ხარისხოვან მასალას იძლეოდა. ამავე დროს მას წვენის კარგი გამოსავლიანობა ახასიათებდა. ხანდაზმულთა გადმოცემით, აღნიშნული ჯიში წარსულში ქედის სოფლებში ფართოდ ყოფილა გავრცელებული. შემდგომ პერიოდში, რელიგიურ ნიადაგზე ღვინის სმის აკრძალვასთან დაკავშირებით, პროდუქციას მხოლოდ ყურძნის წვენის და ბადაგის დასამზადებლად იყენებდნენ. ამინდის ხელსაყრელ პირობებში ერთი ძირი მაღლარი ვაზის მოსავალი ოცდაათ-ორმოც კილოგრამს აღწევდა.


ლიტერატურა

რამიშვილი, 1948.

წყარო

ქართველი ხალხის ეთნოლოგიური ლექსიკონი აჭარა

პირადი ხელსაწყოები
სახელთა სივრცე

ვარიანტები
მოქმედებები
ნავიგაცია
ხელსაწყოები